პროექტები და ღონისძიებები


თემარატომ არის ცივილიზაცია ფსიქკიური აშლილობების წინაპირობა?(შიზოფრენია)
პროქტის მთავარი იდეა(მოკლე აღწერა)–  
 მოსწავლეები იძიებენ შიზოფრენიის (როგორ ფსიქიკური დავადების)შესახებ ინფორმაციას, იკვლევენ მის  გამომწვევ მიზეზებს. აგროვებენ  ინფორმაციას მსოფლიო მაშტაბით მისი გავრცელების შესახებ,მონაცემებს  გამოსახავენ დიაგრამებით.  ინტერესდებიან პოპულარული და ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიით რომლებიც შიზოფრენიით იყვნენ დაავადებული.  თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იღებენ ინტერვიუს და ეცნობიან   ჩვენს რეგიონში დაავადების გავრცელების ინტენსივობასა და მის გამომწვევ გარემო ფაქტორებს. ცდილობენ თანატოლთა ინფორმირებას, რადგან დროულად მოხდეს მათი თავდაცვა გარემოს მავნე ფაქტორების ზეგავლენისგან.
აქტუალობა– გარემო პირობები(ნარკოტიკები, ოჯახური კონფლიქტები, მარიხუანა, ჰალუცინოგენები, ვირუსული ინფექციები, ჭარბი და ხშირად გაუფილტრავი ინფორმაციის ინტენსივობა, ხანგრძლივად კომპიუტერის მოხმარება,   დღეს ყველაზე აქტიური ხელშემწყობი პირობებია ფსიქიური დაავადებების პროგრესირებისთვის. მოსწავლეები შესძლებენ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ შიზოფრენიაზე,    შესძლებენ 21–ე საუკუნის რისკ ფაქტორებზე საუბარს. მეტი ინფორმირება კი პრევენციისა  და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საწინდარია.
პროექტის მიზნები:
·         გამოიყენონ  გაკვეთილზე მიღებული ცოდა და შეძლონ მისი ინტეგრირება აღნიშნულ პრობლემასთან.
·         გაიღრმავონ ცოდანა  ფსიქიკურ დაავადებების შესახებ .
·         განივითარონ ინფორმაციის მოძიების(მედიაწიგნიერების) , არგუმენტირებული მსჯელობის, ანალიზის, ინტერვიუს აღების , ჰიპოთეზების გამოთქმის, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ–ჩვევები.
·         ჩამოუყალიბდებათ რეალური ხედვები  და დამოკიდებულებები აღნიშნულ პრობლემასთან.
·         იზრუნებენ  და გაუფრთხილდებიან როგორც საკუთარ   ასევე სხვის ჯანმრთელობას.
პროექტის შედეგები:
·         მოსწავლეები  მსჯელობენ დაავადებაზე და მოყავთ  სხვადასხვა მაგალითები.
·         მოსწავლეები დიაგრამების გამოყენებით მისი გავრცელების ინტენსივობის შესახებ წარმოადგენენ მონაცემებს.
·         მოსწავლეები აანალიზებენ და პოულობენ კავშირს დაავადებასა და გარემო ფაქტორებს შორის.
·         მოსწავლეები მსჯელობენ  იმ პრევენციებზე რომელიც აუცილებელია საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
·         მოსწავლეები წარმოადგენენ იმ პროდუქტს რისი მოძიებაც შეძლეს: ვიდეო ჩანაწერი, ილუსტრაციები, ინტერვიუ. გამოკითხვის შედეგები თანატოლებში.ბუკლეტები.

მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი
ვადები ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების ილუსტრაციები. მონაცემთა დიაგრამები. ინტერვიუს ჩანაწერი– ვიდეო მასალა.საინტერესო ფაქტების ამონარიდები ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან(რომლებიც შიზოფრეენიით იყვნენ დაავადებული) . სლაიდი.ბუკლეტები. გაზეთი . ბლოგი–ბიოლოგიის პროექტებისთვის.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტ სივრცე–Google. You Tube. სურათები,  ჩანაწერები, პროექტორი, ფოტო და ვიდეო კამერა. ფსიქიატრიული კლინიკა. ფორმატი.
 ლიტერატურა–
ა.ზურაბაშვილი  –კლინიკური ფსიქიატრია
გ.ნანეიშვილი  –ფსიქიატრიის მოკლე  კურსი.
პროექტის მსვლელობა და აქტივობები:
პირველი კვირა
1.    მოსწავლეები არჩევენ თემას და მის დასახელებას–რატომ არის ცივილიზაცია ფსიქიური აშლილობების წინაპირობა?(შიზოფრენია)
2.    შესაძლო შეკითხვები:
. როგორი ტიპის დაავადებაა და რა სიმპტომებია მისთვის დამახასიათებელი?  რამდენად  გავრცელებული დაავადება ?
რამდენი პროცენტია დაავადებული თბილისის მაშტაბით? 
 მოქმედებს თუ არ გარემო  შიზოფრენიის ჩამოყალიბებაზე?
 არიან თუ არა ამ დაავადებით დაავადებული ჩვენთვის ცნობილი ადამიანები?  
 რა შეიძლება ჩაითვალოს ამ დაავადების მაპროვოცირებლად?
3.     საპროექტო ჯგუფების შექმნა  და შესაბამისი დავალებების გადანაწილება–
მოსწავლეები გაიაზრებენ თემის მთავარ მიზანს,  შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას,  გადაინაწილებენ დავალებებს და ფუნქციებს  მაგ:
ა) ჟურნალისტები–ინტერვიუს აღება და დამუშავება ფსიქიატრიულ სავადმყოფოში.
ბ) სოციოლოგიური გამოკითხვის ჯგუფი–რა ვიცით შიზოფრენიის შესახებ.
გ)  ინტერნეტსივრცეში მომუშავე ჯგუფი– ინფორმაციის მოძიება.
დ) პატარა ექიმები–ბუკლეტების დამამზადებელი და ჯანმრთელობის პრევენციაზე მზრუნავი ჯგუფი.
ე) მასალების შემაჯამებელი და სლაიდების შემქმნელი ჯგუფი.
შეარჩევენ –პროექტზე პასუხისმგებელ მოსწავლეს.
მეორე კვირა:
1.    მოსწავლეები იწყებენ არჩეულ თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებას:
ა). გამოკითხვას მოსახლეობაში და ჩანაწერების გაკეთებას–რა ვიცით შიზოფრენიის შესახებ.
ბ). შიზოფრენიაზე მასალის მოძიებას ინტერნეტში.
გ) ინფორმაციის მოძიება და გამოკითხვა–რამდენად ხშირია ახალგაზრდებში ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარება,  არის თუ არა კონფლიქტები ფსიქიკური აშლილობის წინაპირობა. ნარკოტიკული ნივთიერებების  მომხმარებელთა ოჯახებში იზრდება თუ არ არასრულფასოვანინ ფსიქიკის ბავშვების  დაბადების ალბათობა და ა.შ.
მესამე კვირა:
 ). ფსიქიატრიულ სავადმყობოში ინტერვიუსთვის კითხვების შერჩევას.
 ბ). ინტერვიუ ფსიქიატრიულ სავადმყოფოში.

გ).შეგროვილ ინფორმაციას განიხილავენ ჯგუფში, დაახარისხებენ, გამოყოფენ მთავარს
მოახდენენ მონაცემთა ანალიზს. გამოსახავენ დიაგრამებით.  შეაჯამებენ. იმსჯელებენ საკუთარი ჯანმრთელობის  პრევენციაზე და  იფიქრებენ ალტერნატიული გზების მოძიებაზე– როგორ შევქმნათ ჯანსაღი გარემო ჩვენს გარშემო.
გ). სლაიდის მომზადება
პროდუქტის შექმნა:
ა),მოსწავლეები აკეთებენ ბუკლეტებს.
ბ).შეგროვილი ინფორმაციით და ილუსტრაციებით იწყებენ კედლის გაზეთის გაკეთებას.
გ), ბლოგის შექმნა
მეოთხე კვირა
პრეზენტაციისთვის მზადება:
1.პრეზენტატორის არჩევა       
2. ერთობლივად შემუშავდება  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს –საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში ამ ადგილებზე მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა
მათემატიკაში–მონაცემთა ანალიზის გამოსახვა სხვადასხვა საშუალებებით.
ქართულში –ლექსიკურად გამართული ინტერვიუსთვის კითხვების შერჩევა და გამოკითხვა.
ბიოლოგია–მეცნიერული კვლევა ძიების, ანალიზისა , ტრანსფერის უნარ ჩვევების გაუმჯობესება.
სარგებელი სხვისთვის: შიზოფრენიაზე სრულყოფილი ინფორმაციის გაგება და მის გამომწვევ მიზეზებში გარკვევა. ინფორმირება საშუალებას იძლევა გაუფრთხილდეთ სხვის და საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობას.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა–nino.yifiani67@gmail.com.

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი–nucakipiani.blogger.com

No comments:

Post a Comment